19 აგვისტო 2026,   11:39
ვრცლად
"სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ბოლო პერიოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული" - პაატა მანჯგალაძე

რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე, სადაც ის მზია ამაღლობელზე საუბრობს, ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. საუბარია განცხადებაზე, სადაც რასა იუკნევიჩიანემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვა, რომ ჟურნალისტი ციხეშია, მას სცემეს და მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.

"სტრატეგის აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

"მე, სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია მზიას ბოლო პერიოდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი არის, რომ ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული. ქალბატონი მზია რისთვის ზის ციხეში, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. რასას [იუკნევიჩიანეს] რა ინფორმაცია ჰქონდა, არ ვიცი სამწუხაროდ," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები