პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქმის მასალებიდან, შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცხადი ხდება, თუმცა მოტივაციასთან დაკავშირებით თავად თორნიკე რიჟვაძემ უნდა ისაუბროს.
"გამოძიება საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას. მეტ-ნაკლებად ცხადია, შემთხვევა როგორ მოხდა, მათ შორის, არსებობს შენობაში თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები.
პროკურატურამ მოგვახსენა, მათ შორის ადვოკატიც იყო, რომელმაც ისაუბრა, რომ მასაც ნანახი აქვს კადრები. მოტივაციებზე თავად ბატონმა თორნიკემ უნდა ისაუბროს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.