16 აგვისტო 2026,   11:52
ვრცლად
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდა - შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა, - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
 
ცნობისთვის, ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეში ფიგურირებს. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე აქვს ბრალდება წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, რიჟვაძემ სწორედ მის სახლში, მისი იარაღით სცადა თვითმკვლელობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გუშინ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

დღის ამბები