08 ივლისი 2025,   09:47
ვრცლად
"ოქსიგენ ფესტი" რუსთავში - ტრადიციად ქცეული ფესტივალი წელს, რუსთავის სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა

"ოქსიგენ ფესტი" რუსთავში - ტრადიციად ქცეული ფესტივალი წელს, რუსთავის სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები რუსთავის მერმა დააჯილდოვა. 162 მედალოსანმა, მერიისგან ფულად ჯილდოებიც მიიღო. ღონისძიებას განათლების მინისტრი ესწრებოდა.

დაჯილდოების შემდეგ, ოქსიგენ ფესტის მუსიკალური ნაწილი დაიწყო, რომელიც ანსამბლმა "თუთარჩელამ" გახსნა. "ოქსიგენი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ისე როგორც წინა წელს, ახლაც ფესტივალი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ტარდება, თუმცა ამჯერად დასწრება უფასოა.

დღის ამბები