
დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. შეჯიბრი ვაზიანსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა.
გამარჯვებულებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს.