მოქმედება საგანგებო ვითარებაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარა. მათ გააცნეს დეტალური ინფორმაცია, როგორ უნდა იმოქმედონ მიწისძვრის, ხანძრის ან სხვა განსაკუთრებულ ვითარებაში.
სიმულაციურ სცენარში ჩართულები იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟები.