"როდესაც ელჩი მიდის და პირდაპირ არის ჩარეული პოლიტიკურ თემებში, მით უმეტეს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, არა მარტო განცხადებით, არამედ ფინანსურადაც, ეს ფაქტის კონსტატირებაა ქართული ხელისუფლების მხრიდან და არა რაღაც მოგონილი ისტორია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არის დამოკიდებულების გამოხატვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ამომრჩეველთა დიდი არმია უჭერს მხარს.
"როდესაც ელჩი მიდის და პირდაპირ არის ჩარეული პოლიტიკურ თემებში, მით უმეტეს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, არა მარტო განცხადებით, არამედ ფინანსურადაც, ეს ფაქტის კონსტატირებაა ქართული ხელისუფლების მხრიდან და არა რაღაც მოგონილი ისტორია.
გერმანიისთვის საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის საქართველოში პრეზიდენტი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს განზრახ არის გაკეთებული და არა ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული. ეს არის დამოკიდებულები გამოხატვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ამომრჩეველთა დიდი არმია უჭერს მხარს და იგივე დამოკიდებულება არის გამოხატული საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიმართ. ეს არის უპატივცემულობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს. უწყების სპიკერმა "ფორმულას" წერილობით კითხვას უპასუხა, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან პიტერ ფიშერის გაძევების მუქარასა და ვენის კონვენციის დარღვევას ეხებოდა. სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის რესპუბლიკა პიტერ ფიშერს მხარს უჭერს და ის გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს.