26 აგვისტო 2026,   05:18
ვრცლად
"უახლოეს პერიოდში გვექნება საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ [არჩევნებთან დაკავშირებით], ამ პროცესში "ლელოს" ლიდერები მონაწილეობენ, ადვოკატები არიან ხიდი" - ირაკლი კუპრაძე

"უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება უკვე საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გადაწყვეტილებებს ვღებულობთ ერთხმად, პოლიტსაბჭოს მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი პარტიის ლიდერები ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან", - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საუბრობს.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში თქვა, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების პროცესში მონაწილეობენ პარტიის ლიდერებიც, რომლებიც ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან.

"ჩვენ როცა გავხსენით დისკუსია, გვქონდა კონკრეტული პოზიციები მონაწილეობასთან და არ მონაწილეობასთან, პოზიტიური, ნეგატიური მხარე. გვქონდა არგუმენტები ორივე მხარეს და გვქონდა ჩვენი გზის ხედვა, რა უნდა ყოფილიყო ეს გზა. ეს გზა უნდა ყოფილიყო შეთანხმება, ერთობა, სტაბილური, მკაფიო, ერთ გზავნილზე ჩამოყალიბებული საარჩევნო კამპანია შეთანხმებებით, კონსოლიდაციით და მათ შორის, სრული კოორდინაციით ოპოზიციურ ფლანგზე. არ ვფიქრობ მაინც, რომ შეუძლებელია, თუმცა გართულდა და ამან უკვე დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილების ვადებიც და პროცესიც.

რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში, ჩვენ გვექნება უკვე საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გადაწყვეტილებებს ვღებულობთ ერთხმად, პოლიტსაბჭოს მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი პარტიის ლიდერები ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან, ორი პოლიტპატიმარი ლიდერი გვყავს - ერთი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე. ისინი საპატიმროდან ახერხებენ ადვოკატების მეშვეობით ჩვენთან კომუნიკაციას. გადაწყვეტილების საბოლოო პროცესში ლელოს ლიდერები მონაწილეობენ, ჩვენც ყოველდღიურად ვიკრიბებით, ვმსჯელობთ ვცვლით მოსაზრებებს და ადვოკატები არიან ხიდი ჩვენსა და პოლიტპატიმრებს შორის", - აცხდებს ირაკლი კუპრაძე. 

 

დღის ამბები