08 აგვისტო 2026,   12:29
ვრცლად
ქალაქ წალენჯიხისა და სოფელ ობუჯს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ წალენჯიხისა და სოფელ ობუჯს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ ეტაპზე გზის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შვიდ კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება. მოწესრიგდება სავალი ნაწილი და საფეხმავლო ბილიკები. დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. მოეწყობა სანიაღვრე არხები და დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები.

პროექტი წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. უკვე განახლებულია 14 კმ-იანი მონაკვეთის დარჩენილი ნაწილი. გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და რამდენიმე სოფელს მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებს.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამისთვის დაახლოებით 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები