"ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები" - ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, PR-ისა და კორპორაციული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთათვის სემინარი გაიმართა კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში.
რა მიზნით და როგორ ქმნიან ბრენდები საკუთარ მედიას, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ბრენდ-მედიის ეფექტიანობა - ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ჟურნალისტმა თეა სხიერელმა მიაწოდა.