27 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
"შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობს. ვერანაირი შანტაჟი გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს" - ანა ბუჩუკური

"შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არის უბრალოდ გაუგებარი" - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური საუბრობს. ის ეხმაურება ელენე ხოშტარიას პირობას, რომელმაც თქვა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ის შიმშილობას შეწყვეტს.

ანა ბუჩკურის თქმით, ვერანაირი შანტაჟი მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

"შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არის უბრალოდ გაუგებარი. ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვერანაირი შანტაჟი ვერავის მხრიდან, ვერც ერთი მხარის მხრიდან ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს", - აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები