რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდისა და ნეკრასოვის ქუჩებზე, სადაც საავტომობილო გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობაა დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში, ჯამში 15 000 კვ/მ ფართობზე ახალი გზა დაიგება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ინფრასტრუქტურული პროექტების პროცესს სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, ლევან ხარაბაძე და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე გაეცნენ.