21 აგვისტო 2026,   23:49
ვრცლად
"აუცილებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ დიპლომატები" - ნინო წილოსანი

სალომე ზურაბიშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ინფორმაცია "კურიერს" საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ დაუდასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა თემები განიხილა ელჩმა სალომე ზურაბიშვილთან.

"ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილისა და დანიგანის შეხვედრა კითხვებს უჩენს, სადაც აინტერესებთ, რატომ არ იყო შეხვედრა წინასწარ დაანონსებული. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით დიპლომატები და ქვეყნის გარეთ.

"აუცილებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით დიპლომატები და ქვეყნის გარეთ. იმიტომ, რომ ვიცით, არის მცდელობა, ფაქტობრივად კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადონ ვითომდა მოქმედ პრეზიდენტად. ეს არის მთლიანად ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფა. ამის ფონზე, რა საკითხებზე საუბრობდნენ და რა ჰქონდათ საერთო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს და სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ძალიან საინტერესოა. ის ალბათ, კიდევ ერთხელ იმ გეგმებს სახავდა, საელჩოს რომელი წარმომადგენლების მონაწილეობით არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის კოორდინაცია ახლა ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა უდგას მათ," - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

დღის ამბები