29 აგვისტო 2026,   12:25
ვრცლად
დებატები საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მსჯელობამ აჩვენა, რომ დებატების მიზანი საქართველოს ინტერესების დაცვა არ იყო

"საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება" - ამ სახელწოდების და შინაარსის იყო დებატები, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შედგა. გამოსვლები ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინაროებდა, PACE-ს წევრები ყველა იმ მოვლენას შეეხნენ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარდა

ალტერნატიული აზრის გარეშე მსჯელობაა სახელისუფლებო პარტიისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დებატები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცახდებით, მსჯელობამ აჩვენა, რომ დებატების მიზანი საქართველოს ინტერესების დაცვა არ იყო. "ქართულ ოცნებაში "პასეს" მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულების სხვა შემთხვეევბსაც იხსენებენ. აქცენტს საპარლამენტო ასამბეის მხრიდან ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მსგავსი უსაფუძვლო პირობის წაყენება გახდა მიზეზი რის გამოც პარლამენტის დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებს, თვალყურს ოპოზიციის ნაწილი ადგილიდან ნაწილი კი თბილისიდან ადევნებდა. ხელისუფლები ოპონეტების თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა მმართველი პარტიის ქმედებებზე პასუხია. დებატების დაწყებას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა PACE-ს პრეზიდენტთან. რამდენიმე დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ლელოს" წევრები სტარსბურგში იმყოფებიან.

დებატებიც, რეზოლუციებიც და ზოგადად, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის უსამართლოა.

მმართველი პარტიის წევრების განცახდებით, ევროპული სტქრუქტურები და ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი არაობიექტური დამოკიდებულების გამო თავად უწყობენ ხელს მათივე რეპუტაციის დაკნინებას.

დღის ამბები