მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები არ განადგურებულა, არასწორს უწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
"ყალბი ამბების CNN და წარუმატებელი New York Times გაერთიანდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის დაკნინების მცდელობაში. ირანში ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურებულია!" - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტი.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე მედია საშუალებამ დაწერა, რომ ირანის სამი ბირთვულ ობიექტი აშშ-ის დარტყმებს
არ გაუნადგურებია და რომ მომხდარმა ბირთვული პროგრამის პროგრესი მხოლოდ რამდენიმე თვით შეაფერხა.
აქვე აღნიშნულია, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დაბომბვამდე ავიადარტყმების სამიზნე ობიექტებიდან გაიტანა.