უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განხორციელდება დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემის შემდგომ კონსოლიდაციას, აგრეთვე კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდას.
"მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში, მაგალითად, ავსტრიაში, თურქეთში, კანადაში, ლიეტუვაში, საბერძნეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.