ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ მკაცრი შეშფოთება გამოხატა ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო.
მისი თქმით, ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის გვერდით დგომას.
"საქართველოს შესახებ გამოვხატე მკაცრი შეშფოთება ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი", - აცხადებს მარტა კოსი.