ახალი თაობის ჩართულობა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მოგზაურობის მარკეტინგში - ამ საკითხზე ისაუბრეს ღონისძიებაზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
ორგანიზატორების განცხადებით, მალე Roblox-ის პლატფორმაზე ქართული თამაშიც გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს საქართველოს უკეთ გააცნობს.