21 აგვისტო 2026,   16:21
ვრცლად
"ერთადერთი, რა დასკვნამდეც შეიძლება ამან მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან" - დავით მათიკაშვილი "საფარის" მხრიდან არქივის განადგურებაზე

"ერთადერთი, რა დასკვნამდეც შეიძლება ამან მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან და სახელმწიფოში მოქმედ საკანონმდებლო სივრცეებთან, ამიტომაც მოხდა მისი განადგურება," - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, რათა "სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს."

მისივე თქმით, "რადიკალური ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციის საფარ ქვეშ იყვნენ" ვალდებულები არიან, შესაბამის კანონმდებლობას დაემორჩილონ.

"რადიკალური ჯგუფები, მათ შორის, ის პირები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციის საფარქვეშ იყვნენ, ასე ვთქვათ, ახორციელებდნენ თავიანთ რადიკალურ პოლიტიკურ საქმიანობას, დღეს ისინი ვალდებულები არიან, პასუხი გასცენ შესაბამის საკანონმდებლო სივრცეში არსებულ ცვლილებებსა და მოთხოვნებს, რომლებიც სათანადო ორგანოებს გააჩნიათ მათ მიმართ. ერთადერთი, რა დასკვნამდეც შეიძლება ამან მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან და სახელმწიფოში მოქმედ საკანონმდებლო სივრცეებთან, ამიტომაც მოხდა მისი განადგურება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები