21 აგვისტო 2026,   12:00
ვრცლად
გიორგი გაბუნია სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს.

დელეგაციის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.

"მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ქართველი და სომეხი ხელოვანების მიერ წლების მანძილზე ხორციელდებოდა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ ერთობლივ პროექტებში ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობას, სომეხი ხალხისთვის უნიკალური ქართული მრავალხმიანობის მეტად გაცნობის იდეას და საბავშვო გუნდების ერთობლივი კონცერტების ჩატარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის სამინისტროებსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

ჟანა ანდრეასიანთან გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები - სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

დღის ამბები