ისრაელი აცხადებს, რომ თეირანში, ირანის სახელმწიფო მედიის შენობებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავიადარტყმის შედეგები პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ დარტყმის შემდეგ, ჭერიდან ნამსხვრევები ცვივა, რის გამოც წამყვანს სტუდიის დატოვება მოუწია.
ისრაელმა, თეირანის მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მე-3 ოლქის ნაწილები დაეტოვებინათ, რადგან ამ რაიონებში "სამხედრო ინფრასტრუქტურის" დაბომბვას აპირებდა.
ასევე, ისრაელმა განაცხადა, რომ "თეირანის ცაზე სრული საჰაერო კონტროლი აქვს".