20 ივნისი 2026,   18:34
ვრცლად
მოსკოვი-ბათუმის რეისზე, რუსულს თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოძვრა და აეროპორტში დაბრუნება მოუწია - მედია

რუსული ავიაკომპანია Azimut-ის ლაინერი Superjet-100-ი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, მოსკოვში, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, რადგან აფრენისას თვითმფრინავს მარჯვენა ძრავის ხუფი მოძვრა.

რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში "ტექნიკური ხარვეზის" გამო დაბრუნდა.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ბათუმში მგზავრებს სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.

 

დღის ამბები