ხელისუფლება ძალადობის წახალისების მორიგ მცდელობაზე საუბრობს და მაგალითად ოპოზიციის მხარდამჭერების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები და გაზიარებული პოსტები მოჰყავს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, მიუღებელია ისეთი შინაარსის გზავნილების გაჟღერება, რომლებშიც მინიშნება მკვლელობებზე ხდება.
"როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ. სიძულვილის ენა, მკვლელობის წახალისება, სისხლი, გაუპატიურება და ყველაფერი საძაგლობა, იყო იმ რეჟიმის ხელწერა", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.