27 აგვისტო 2026,   06:32
ვრცლად
"ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავუშვებთ რეჟიმს, რომელიც გენოციდის საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს" - ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში

"ჩვენ ველოდით პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას. საერთაშორისო საზოგადოებას დრო მივეცით. ვხედავდით მოლაპარაკებების გაჭიანურებას, რადგან ირანი უარს ამბობდა ძირითადი პირობების შესრულებაზე. გუშინ ღამით ეს ლოდინი დასრულდა," - ეს განცხადება ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, დანი დანონმა გააკეთა.

მისივე თქმით, ისრაელი "არ დაუშვებს რეჟიმს", რომელიც "გენოციდის საფრთხეს" შეუქმნის მათ ხალხს.

"ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავუშვებთ რეჟიმს, რომელიც გენოციდის საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს. იერიში მივიტანეთ ბირთვული პროგრამის ცენტრზე, გამდიდრების მიწისქვეშა ობიექტებზე ნატანზში. ეს ობიექტი მუშაობდა სამხედრო დონის სიმძლავრით. დაზვერვამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ირანს შეეძლო საკმარისი რაოდენობის ბომბების წარმოება. ჩვენ ერთგული ვართ ისრაელელი ხალხის 80 წლის წინანდელი დაპირების: "აღარასდროს". ეს დაპირება ეხება ბირთვულ ჰოლოკოსტსაც. ჩვენ ეს ერთად გავიარეთ არა იმიტომ, რომ ეს გვინდოდა, არამედ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გვქონდა," - განაცხადა მან.

დღის ამბები