08 ივლისი 2025,   09:18
ვრცლად
"ფაქტები არის ფაქტები და მათი სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის უფლებას არავის მივცემთ" - დავით მათიკაშვილი

ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "კოალიცია ცვლილების" ერთ-ერთ ლიდერმა მიზანმიმართულად დაარღვია კანონი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ მსგავს ქმედებებს შესაბამისი პასუხი მოჰყვება. 

"კანონს შეგნებულად როდესაც არღვევ და ცდილობ ეს ყველაფერი მონათლო, თითქოს ვინმე საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნის ოპონენტებს, ცხადია, რომ ამით ესადაგები და პასუხს ცემ საკუთარი პატრონების დავალებას, რომ საქართველოში მოახდინო მოვლენების რადიკალიზაცია, დესტაბილიზაცია და საქართველოს სახელი რაღაც ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინო მთელს მსოფლიოში. ამას, რა თქმა უნდა, შედეგი ვერ ექნება, იმიტომ რომ ფაქტები არის ფაქტები და ფაქტების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის უფლებას არავის მივცემთ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

დღის ამბები