20 ივნისი 2026,   18:20
ვრცლად
ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის არიან როგორც ბორტზე მყოფები, ასევე, იმ სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობაში მყოფები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ცნობილია, რომ გადარჩა ბოინგში მყოფი ერთადერთო მგზავრი.

ავიაკატასტროფა გუშინ მოხდა. რეისი ლონდონში უნდა გაფრენილიყო, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, მან საავადმყოფოში დაშავებულებიც მოინახულა.

 

დღის ამბები