ირანის დაზვერვის სამინისტრომ მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელიც ისრაელის სტრატეგიულ, ოპერატიულ და სამეცნიერო პროგრამებს ეხებოდა. ინფორმაციას ირანის დაზვერვის მინისტრი ავრცელებს.
ისმაიელ ხატიბის განცხადებით, საუბარია ისრაელის ბირთვული პროგრამის სრულ დოსიეზე, რომლებიც თელ-ავივის შტატებთან და დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობას ასახავს.
"ოპერაცია გარკვეული ხნის წინ დასრულდა, თუმცა, მისი უსაფრთხოებისა და წარმატების უზრუნველსაყოფად, საჯარო განცხადება მიზანმიმართულად შევაფერხეთ. ყველა დოკუმენტი უსაფრთხოდაა გადმოტანილი ირანში", - აცხადებს ირანის დაზვერვის მინისტრი.