ოპერაცია "ობობის ქსელმა", ვლადიმერ პუტინს უკრაინის ქალაქების დაბომბვის საფუძველი მისცა - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინამ ამჯერად თავად გამოიწვია რუსეთის მხრიდან დარტყმების პროვოცირება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის სანქცირების საკითხზეც.
"მე ვიცნობ სანქციების კანონპროექტს, რომელზეც სენატი მუშაობს. შევისწავლე ის, ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტია. თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი არ აპირებს შეთანხმების მიღწევას და სისხლის ღვრის შეჩერებას, სანქციებს გამოვიყენებ, რომელიც სენატმა უკვე მოამზადა. ყოველ კვირა ათასობით არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ ხალხი იღუპება. უკრაინელებმა მისცეს პუტინს მიზეზი, რომ გუშინ ღამით სასტიკად დაებომბა უკრაინული ქალაქები. როცა ეს ვნახე, ვთქვი, აი დაიწყო, ახლა იქნება თავდასხმა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.