08 აგვისტო 2026,   12:29
ვრცლად
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება გრძელდება. კლინიკაში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა.

ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.

სერვისში შედის: ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც.

ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი.

კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.

დღის ამბები