28 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ახალი ფილიალი, რომლის ფართობი 3 800 კვადრატული მეტრია, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის 81 ნომერში განთავსდება.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 500-მდე სერვისს შესთავაზებს. პაატა სალია სამუშაოებს მოადგილესთან და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

დღის ამბები