22 ივნისი 2026,   03:10
ვრცლად
ნიგერიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 3 000 ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძლიერი წვიმების გამო, წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ მხოლოდ საცხოვრებელი სახლების სახურავები ჩანდა.

რეგიონში ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ნიგერიის პრეზიდენტის განცხადებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ზარალს დათვლიან და მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.

დღის ამბები