უკრაინაში ომი გრძელდება - გასულ ღამით რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო მოქმედებების ფონზე, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უკვე ჩანიშნულია. მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, 2 ივნისს სტამბოლში შეხვდებიან.
სანამ რუსული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების კანონპროექტის ავტორ სენატორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.