ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან, აშშ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მიმდინარე ტარიფებს 25%-დან 50%-მდე გაზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფოლადის ინდუსტრიისა და ეროვნული მიწოდების გაძლიერებას და, ამავდროულად, შეამცირებს ჩინეთზე დამოკიდებულებას.