26 აგვისტო 2026,   01:52
ვრცლად
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

რომში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა იტალიის მხრიდან, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების თვალსაზრისით. ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობაზე.პოტენციალი მართლაც ძალიან დიდია ორ ქვეყანას შორის.

იტალიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოითქვა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით, განსაკუთრებით, იმ როლის გათვალისწინებით, რაც საქართველოს გააჩნია შუა დერეფნის მიმართულებით. ასევე, დიდია დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო გარემოთი," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა.

დღის ამბები