21 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ისტორიის, ეკოსისტემების და ბუნებრივი ღირებულებების შესახებ.

მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებს, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოგზაურობის დროს, საშუალება ჰქონდათ ახლოდან დაჰკვირვებოდნენ ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალურ ბინადრებს — ქურციკებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ქურციკების გამრავლების სეზონია, რის გამოც სამუხის ველზე ვიზიტორთა გადაადგილება განსაკუთრებული სიფრთხილითა და დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების მითითებების შესაბამისად ხორციელდება.

დღის ამბები