22 ივნისი 2026,   00:30
ვრცლად
ინდოეთის დედაქალაქში აეროპორტის სახურავი ძლიერი წვიმის გამო ჩამოინგრა - კადრები მედიაში ვრცელდება

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ინდირა განდის სახელობის აეროპორტში, ძლიერი წვიმის გამო სახურავი ჩამოვარდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, წვიმის შედეგად ჩამოვარდა მემბრანული ქოლა, რომელიც ერთ-ერთი ტერმინალის სახურავის ნაწილი იყო.

სახურავის ეს კონსტრუქცია მას შემდეგ აშენდა, რაც ზუსტად ერთი წლის წინ, წვიმის გამო მსგავსი ნაგებობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები