განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა იწყება. სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი.
მასთან ერთად იმყოფებოდა გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე ასევე მხარეში სახელმწიფო რწმუნებული.
გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი იმ საჭიროებების დადგენა იყო, რაც აუცილებელია განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისთვის.
"იგეგმება აღნიშნულია სანაპიროების აღდგენა, ეროზირებულია სანაპიროების ნაწილი. შესაბამისად, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს პერიოდში დაიწყებს აღნიშნულ სამუშაოებს. ასევე, ჩვენ ამ ტერიტორიებზე ტურისტული განვითარების პოტენციალიც შევაფასეთ, რის შესახებაც გავაცნობთ საქართველოს მთავრობას და შემდგომი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული,"- აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.