22 ივნისი 2026,   00:14
ვრცლად
აშშ-ში თვითმფრინავი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლებს დაეცა - დამწვარია 15 სახლი

აშშ-ში, სან-დიეგოს რაიონში ბიზნეს ჯეტი ჩამოვიდა, რის შედეგადაც 15 საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციას რამდენიმე კვარტლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოუწია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სახანძრო დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდნის დროს ერთდროულად რამდენიმე სახლს შეეჯახა, რის შემდეგადაც საწვავი დაიღვარა და ცეცხლი გავრცელდა.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 3:45 საათზე, მონტგომერის აეროპორტის მახლობლად მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, კერძო თვითმფრინავი ჩვეულებრივ გამოიყენება საქმიანი მოგზაურობისთვის და შეუძლია ექვსიდან რვა ადამიანის გადაყვანა.

სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ავიაკატასტროფას იძიებს.

დღის ამბები