"უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების, უხეში და სამართლებრივი საფუძვლის არმქონე, დარღვევა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ლიეტუვის მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.
"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
P.S. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა," - წერს შალვა პაპუაშვილი.