აშშ-ში, ჰავაის დიდი კუნძულის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა პაჰალას თემიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, დიდი კუნძულის სამხრეთ სანაპიროსგან, ადგილობრივი დროით 09:37 საათზე დაფიქსირდა.
გუბერნატორ ჯოშ გრინის ოფისმა მიწისძვრის ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.