ამერიკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატები სტიქიური უბედურების ზონაა. ტორნადომ, სეტყვამ და ქარიშხალმა 28 ადამიანი იმსხვერპლა.
ყველაზე რთული ვითარება მისურიშია, სენტ ლუისში სტიქიამ 5 ათასი შენობა დააზიანა, მათ შორის სახლები, ეკლესიები და საავადმყოფოები. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.