მარტინ ზონენბორნმა კაია კალასს დასცინა. გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა "დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ იმდენივე იცის, რამდენიც ტვინის ქირურგიული ოპერაციის შესახებ".
"ქალბატონ კალასს კუბაზე საუბარი სურდა... ქალბატონო კალას, რატომ უნდა განვიხილო კუბა თქვენთან? ახლახან წავიკითხე თქვენი ავტობიოგრაფია - 432 არაფრისმთქმელი გვერდი. ესტონეთში წიგნი 80%-იანი ფასდაკლებით იყიდება მხოლოდ 3.99 ევროდ. Amazon-ზე საერთოდ ვერ ნახავთ. კუბაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ, არც ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ხოლო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ იმდენივე რამ იცით, რამდენიც ტვინის ქირურგიული ოპერაციის შესახებ. უფრო შინაარსიან საუბარს ჩემს შინაურ ზაზუნასთან, ჯუჯა გალაქტიკებში არსებულ შავ ხვრელებზე გავმართავდი", - განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.