21 აგვისტო 2026,   16:22
ვრცლად
თბილისში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გრძელდება

თბილისში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გრძელდება. მოვლენათა ერთ-ერთი ეპიცენტრი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია, სადაც ღამის 12 საათამდე სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა.

პროცესი დღეს ამავე ადგილზე უკვე "ლიტერატურული თამაშით" გაგრძელდება. დღესვე მოეწყობა საფეხმავლო ტური "გოლოვინი... ოპერიდან ოპერამდე".

დაინტერესებულ პირებს ელოდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების, გალაკტიონ ტაბიძის, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმებიც.

დღის ამბები