ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ კი კენტუკისა და მისურის შტატებს, ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათობით პირი.
სტიქიამ, მსხვერპლთან ერთად, ორ შტატში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, რის გამოც ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია რამდენიმე ათასი შენობა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 140 ათასი მოქალაქე.