პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს შედგება.
პირველ ტურში ხმების 50%-ის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა. ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში ვარშავის ლიბერალური მერი, რაფალ ტშას-კოვსკი თითქმის 31%-ით ლიდერობს, მას ოდნავ ჩამორჩება ეროვნულ-კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი, კაროლ ნავროცკი. დაახლოებით 15%-ით, მესამე ადგილზეა მემარჯვენე ლიდერი სლავომირ მენცენი.
მეორე ტურში გამარჯვებული მოქმედ კონსერვატიულ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეცვლის, რომლის ორვადიანი პრეზიდენტობა აგვისტოში დასრულდება.