რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შედეგების 99% უკვე დათვლილია. ადგილობრივი ცესკოს მონაცემებით, გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი, პროევროპელი ნიკუშორ დანია. მან ხმების სულ მცირე 53% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა მემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯ სიმიონმა კი 46%.
სიმიონი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება და ევროკავშირის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, 4 მაისს არჩევნების პირველი ტურში ლიდერობდა, თუმცა "სი ენ ენი" წერს, რომ დანმა მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმიონთან სატელევიზიო დებატებში მიიღო.
რუმინეთში 2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმდა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გამარჯვებულ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლოს მონაცემებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთი ჯორჯესკუს მხარდაჭერის კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებდა.