"ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტელეფონით გავესაუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, მიზანი უკრაინაში სისხლისღვრის საბოლოოდ შეწყვეტაა და იმედოვნებს, რომ დიალოგი პროდუქტიული აღმოჩნდება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმითვე, პუტინთან გასაუბრების შემდეგ, ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება, უკრაინის პრეზიდენტი კი NATO-ს მაღალჩინოსნებს დაუკავშირდება.