ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ პარაკლისს ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. მან ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ძალიან მაგარი მუხტი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო და, ჩემი აზრით, ეს ყველაზე ესენციალური და ყველაზე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი დამოკიდებულება ოჯახისა და მშობლებისადმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი ქართული იდენტობისა და სულისკვეთების. ძალიან მნიშვნელოვანია, გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, თეოლოგიურ მესიჯებს, შევხედოთ, თუ რას გვეუბნება ჩვენი სარწმუნოება, პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს, მშობლებს, გამოვხატოთ მათდამი სიყვარული, ჩავიხუტოთ, ვიყოთ მათთან თბილად, შევინარჩუნოთ ტრადიციები და ვიზრუნოთ ნათელ მომავალზე ჩვენი საყვარელი სამშობლოსთვის," - აცხადებს ცოტნე ივანიშვილი.