21 ივნისი 2026,   18:43
ვრცლად
"შევთანხმდით 1000 მძევლის გაცვლაზე, ასევე შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული იდეების გაცვლაზე" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტამბოლის შეხვედრის შემდეგ

არარეალისტური პირობები რუსეთის მხრიდან - "როიტერსის" ცნობით, პირდაპირი მოლაპარაკებები სტამბოლში შედეგის გარეშე დასრულდა. სააგენტო წერს, რომ შეხვედრაზე მოსკოვმა უპერსპექტივო და შეუსრულებელი პირობები წარადგინა - შეხვედრა ორ საათსაც არ გაგრძელდა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინას და რუსეთს შორის ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იყო - დოლმა ბაჰჩეს სასახლეში ერთმანეთის პირისპირ იყვნენ დელეგაციები ერთი მხრივ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მეორე მხრივ კი პუტინის თანაშემწის ხელმძღვანელობით - დარბაზში იყო თურქული მხარე.

მოლაპარაკებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა - ამ საუბრისთვის სტამბოლში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა. უკრაინის მოთხოვნა ცეცხლის უპირობო და ხანგრძლივი შეწყვეტა იყო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინული დელეეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეები 1 000 მძევლის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

"გვქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით 1000 მძევლის გაცვლაზე, ასევე შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული იდეების გაცვლაზე. ჩვენ გავავრცელებთ დეტალურ ინფორმაციას", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

დღის ამბები