26 აგვისტო 2026,   09:09
ვრცლად
EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძე და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს შეხვდნენ (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.

რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიაზე ერთმანეთს საფრანგეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდნენ. ემანულ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

 

დღის ამბები